ნათაძე ნოდარ რევაზის ძე
ნათაძე ნოდარ რევაზის ძე

ნათაძე ნოდარ რევაზის ძე (27.V.1929, თბილისი - 13.XI.2022, თბილისი), ლიტერატურათმცოდნე, ენათმეცნიერი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი ქართ. ენისა და ლიტ-რის სპეციალობით (1952), შემდეგ კი  საქართვ. მეცნ. აკად. არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინ-ტის ასპირანტურა (1955). იყო ენათმეცნიერების ინ-ტის მეცნიერ-თანამშრომელი (1956-1969), ფილოს. ინ-ტის კლასიკური მემკვიდრეობის სექტორის გამგე (1969-დან). სადოქტორი დისერტაცია დაიცვა თემაზე: „რენესანსის პრობლემა ქართულ მწერლობაში“ და მიენიჭა ფილოლ. მეცნ. დოქტორის ხარისხი (1964). არის მრავალი სამეცნ. და პუბლ. ნაშრომის, წიგნების: „რუსთველური მიჯნურობა და რენესანსი“ (1966), „თომა აქვინელის ფილოსოფია” (1973), მიზეზობრიობა და თავისუფლება“(1983), „ერი და ეროვნული კულტურა“ (1990), „ვეფხისტყაოსანი“ (კრიტ. გამოცემა განმარტებებითა და კომენტარებით) და სხვათა ავტორი. იგი საქართვ. სახ. ფრონტის დამფუძნებელი და გამგეობის უცვლელი თავ-რეა (1989-დან), საქართვ. სსრ უზენაესი საბჭოს წევრი (1989-1990), საქართვ. რესპ. უზენაესი საბჭოს წევრი (1990-1991). ხელი აქვს მოწერილი საქართვ. სახელმწ. დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (9.IV.1991). იყო საქართვ. რესპ. პრეზიდენტობის კანდიდატი (1991),  საქართვ. რესპ. პარლამენტის წევრი პარტ. სიით, საარჩევნო ბლოკი „11 ოქტომბერი“ (1992-1995).